21 მაისის დილის 06:00 საათიდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შემდეგი
სოფლების, ზედა საქარას, დილიკაურის, ბოსლევის ნაწილს, რკვიას,
თვრინის, ფუთის, ალავერდის, კვალითის, ცხრაწყაროს, ძლოურდათენის, ზედა
კლდეეთის, ქვედა კლდეეთის, ტაბაკინის, ქვედა საქარის ნაწილს, დაბა
შოროპნის, მარტოთუბნისა და სანახშირეს მაცხოვრებლებს გაზმომარაგება
შეუწყდება.
აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება 22 მაისის დილის 11:00
საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად მოხდება და
სრულად 25 მაისის საღამოს 18:00 საათისთვის აღუდგებათ.
,,სოკარგაზ ჯორჯიაში'' განმარტავენ რომ გაზმომარაგება სარემონტო
საექსპლუატაციო სამუშაოების გამო შეწყდება.
კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ
მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და
უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
მასალის გამოყენების პირობები