ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული
შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 490 ფაქტი
გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის
შესაბამისად 90 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის
5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის
დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1 172 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო
პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 227 ფაქტი
გამოვლინდა.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20
ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა
ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით
დაჯარიმებას.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური
პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის
ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები