თერჯოლის მუნიციპალიტეტში სავალი გზის დაზიანებული ნაწილი
აღდგენილია.
ხუთდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად დაზიანებული თბილისი - სენაკი
- ლესელიძის გზის 206 - ე კილომეტრი რეაბილიტირებულია და თბილისის
მიმართულებით ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება უპრობლემოდ
გადაადგილდება.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დასრულდა.
როგორც იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციაში განმარტავენ, შეფერხების
დროულად აღმოფხვრის მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაჩქარებულ
რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ხუთდღიანი გადაუღებელი
წვიმების გამო, მდინარე ჩხარა ადიდდა და სავალი გზის 20 მეტრიანი
მონაკვეთი მოწყვიტა. რის გამოც თბილისის მიმართულებით ამ დრომდე
მოძრაობა ბაღდათის და ტყიბულის გავლით იყო შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები