14 მაისის მონაცემებით საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო
ვაქცინით აცრილია - 85286, ადამიანი, დღიურად - 3013.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის
დაწყებიდან გასულია 51 დღე.
პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები
ჩაერთვნენ.
25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში , სამედიცინო პერსონალთან ერთად 65
წელს ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვნენ.
საქართველოში 4 მაისს ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმით" 18 წელს
ზევით ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო. პროცესის სამართავად
ქვეყნის მასშტაბით, 30 სამედიცინო პუნქტია მობილიზებული.
საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთება 45 წლის ასაკიდან
შეუძლიათ. ეს გადაწყვეტილება 11 მაისს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე
მიიღეს.
საქართველოშიც,ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს.
არსებული მონაცემებით, საქართველოში ყოველი 100 ადამიანიდან ვაქცინის
ერთი დოზა მაინც გაკეთებული აქვს 1.8 ადამიანს.
მასალის გამოყენების პირობები