პოლიცია რიონის ხეობის მცველებს წირვაზე არ უშვებს (ვიდეო)
11:01 / 14.05.2021
მოძრაობა "რიონის ხეობის
გადარჩენისთვის" წევრებს პოლიცია თამარობის დღესასწაულზე ეკლესიაში
წირვის ჩატარების საშუალებას არ აძლევს.
აქტივისტები გუმათჰესიდან, სადაც კარვები აქვთ გაშლილი,
ოფურჩხეთის წმინდა თამარის სახელობის ეკლესიაში მიდიოდნენ,
თუმცა, სამართალდამცველებმა მათ გზა გადაუკეტეს და გადაადგილების
საშუალება არ მისცეს. ხეობის მცველებთან ერთად იმყოფებოდა მოძღვარიც,
რომელსაც ეკლესიაში წირვა უნდა აღევლინა.
ადგილზე პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებაც მოხდა.
"პრინციპულად შეიზღუდა თქვენთვის,
აქტივისტებისთვის გადაადგილდებაო ასე გვეუბნებიან. სამაგიეროდ,
თავისუფლად დადის "ენკას" ტექნიკა. ველოდებით მოძღვარს, რომ
განვუმარტოთ პოლიციას მიზეზი, რატომაც უნდ გაგვატარონ", - განაცხადა
ერთ-ერთმა აქტივისტმა მაკა სულაძემ.
ხეობის მცველები ამბობენ, რომ მათ დაკავებითაც
დაემუქრნენ.
აქტივისტებს, რომლებიც ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას
აპროტესტებენ, ერთ თვეზე მეტია სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ.
გუმათჰესთან პოლიციის მიერ 3 აპრილს აღმართული ბარიკადები ამ დრომდე
არ მოუხსნიათ. ჩაიშალა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ორი
მცდელობაც, რის შემდეგაც ხეობის მცველებმა 23 მაისს თბილისში
მასშტაბური აქცია დაგეგმეს.
რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 200 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ
ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ
ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან
დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს.
მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე
შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო
უწოდეს.
გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური
ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე.
მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და
ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი
ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები