13 მაისის მონაცემებით საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო
ვაქცინით აცრილია - 77343 ადამიანი, დღიურად - 4056.
სრულად ვაქცინირებულია 7 873 ადამიანი.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის
დაწყებიდან გასულია 51 დღე.
პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები
ჩაერთვნენ.
25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში , სამედიცინო პერსონალთან ერთად 65
წელს ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვნენ.
საქართველოში 4 მაისს ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმით" 18 წელს
ზევით ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო. პროცესის სამართავად
ქვეყნის მასშტაბით, 30 სამედიცინო პუნქტია მობილიზებული.
საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთება 45 წლის ასაკიდან
შეუძლიათ. ეს გადაწყვეტილება 11 მაისს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე
მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები