საქართველოს პარლამენტში დღეს თავდაცვის მინისტრს ელოდებიან. ჯუანშერ
ბურჭულაძეს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში
მოუსმენენ.
ჯუანშერ ბურჭულაძე პარლამენტში, თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ,
მიმდინარე და სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრებს.
როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ბერაია აცხადებს, შთამბეჭდავია ის ნაბიჯები, რომელიც
შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის თვალსაზრისით
გადაიდგა.
"მოვისმენთ ინფორმაციას თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი
ნაბიჯების შესახებ. ეს იქნება ძალიან საინტერესო მოსმენა. თავდაცვის
უწყება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყებაა ჩვენს ქვეყანაში.
შთამბეჭდავია ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა შეიარაღებისა და
აღჭურვილობის მოდერნიზაციის თვალსაზრისით,“ - აცხადებს ირაკლი
ბერაია.
თავდაცვის მინისტრის მოსმენას დაესწრებიან ოპოზიციური პარტიის
წარმომადგენლებიც.
მასალის გამოყენების პირობები