ჭიათურაში,
შუქრუთის მაღაროსთან სამმა ადგილობრივმა პროტესტის ნიშნად
პირი ამოიკერა.
სოფლის მცხოვრებლები კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ სამუშაოების
წარმოებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ წარმოებული
სამუშაოების შედეგად მათი სახლები ინგრევა. შუქრუთის მცხოვრებლები
მოითხოვენ შეწყდეს მარგანეცის მოპოვებითი სამუშაოები და კომპანიამ
მათზე შესაბამისი კომპენსაციები გასცეს.
"ინგრევა სახლები. ყველას სახლი
დაბზარულია შუქრუთში. კომპანია მხოლოდ ზეპირად ეუბნება
ხალხს კომპენსაციებს მოგცემთო და არც ერთ ოჯახს ხელშეკრულებას არ
უფორმებს. მოვითხოვთ, შეწყდეს მაღაროს მუშაობა და ადამიანებმა
მიიღონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება. წინააღმდეგ
შემთხვევაში ყოველდღე კიდევ ორი ადამიანი ამოიკერავს პირს", -
ამბობს ჯანო ლაბაძე.
შუქრუთის მოსახლეობა მადნის მოპოვების
პროცესში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გასული წლის მარტშიც
ითხოვდა. პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად,
მათ მაღაროს პიკეტირება მოახდინეს, თუმცა, პრობლემა არ
მოგვარდა.
მასალის გამოყენების პირობები