ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გრძელდება.
ფესტივალის ფარგლებში 10 მაისს საკონკურსო ფილმებთან ერთად
წარმოდგენილი იქნება ჩინური და ქართული მოკლემეტრაჟიანი
ფილმები.
კინო საქართველოს დარბაზებში 11:
00 საათზე წარმოდგენილი იქნება საკონკურსო
ფილმები:
ნავსაყუდელი - რეჟ. ელენა გრიჯო იტალია, 2019, 30 წთ.
ქალი-მგელი - რეჟ. სვეტლანა ტრებული საფრანგეთი, 2019,
23წთ.
სამშობლო - რეჟ. კრისტინა სპასოვსკა ბულგარეთი, 2019. 14
წთ.
ჭადარი - რეჟ. მეჰმეთ თიღლი თურქეთი, 2019, 15 წთ.
ჩვენს წასვლამდე - რეჟ. ელენე ცაგარეიშვილი საქართველო, 2019, 16
წთ.
14:00 დაიწყება თანამედროვე ჩინური მოკლემეტრაჟიანი
ფილმების ჩვენება.
She Runs (2019), / რეჟ. ქიუ იანგი.
პოეტი და მომღერალი (2012) 22 წთ (შავ-თეთ) - რეჟ. ბი განი
საზღვარზე (2018) 15 წთ (ფერადი) - რეჟ. შუჯუნ ვეი
ზაფხულის კაშკაშა დღიური (2020) 27 წთ (ექსპ. ანიმაცია; ფერადი) -
რეჟ. ლეი ლეი
16 საათზე დაიწყება თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი
ფილმების ჩვენება - დროის მიღმა დარჩენილები.
თემო (30წთ) - რეჟ. ლაშა ცქვიტინიძე
დინოლა (15წთ) - რეჟ. მარიამ ხაჭვანი პირველი დღე (24წთ) - რეჟ.
თამარ შავგულიძე
ანას მოლოდინში (15წთ) - რეჟ. გიორგი მუხაძე ანდრო (25წთ) - რეჟ.
თორნიკე გოგრიჭიანი.
ფესტივალის მთავარ კონკურსში (10 დან 30 წთ-მდე) მონაწილეობს 15
ფილმი.
მეორე კონკურსში (1 დან 5 წუთამდე ფილმები) მონაწილეობს 26 ფილმი.
ფესტივალი გამარჯვებულებს 12 მაისს დაასახელებს.
საერთაშორისო კონკურსის ჟიური ფესტივალის პრიზს, "ოქროს დინოზავრს",
გადასცემს გამარჯვებულებს ორ კატეგორიაში – საუკეთესო ფილმი და
საუკეთესო რეჟისორი.
1-5 წუთიანი ფილმების კონკურსში, რომელშიც მონაწილეობენ პროფესიონალი
და მოყვარული ავტორები, საუკეთესო ფილმისთვის გაიცემა 1 პრიზი
სახელწოდებით "დინოზავრის ნაკვალევი".
სეანსებზე გაიმართება "კინო საქართველოს" კინოდარბაზებში
მასალის გამოყენების პირობები