რიონის ხეობის მცველებმა ხუთი წუთი მისცეს სამართალდამცავებს, რომ
ნამოხვანში გადაადგილების უფლება მიიღონ.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, აქ არ გაგვიშვებენ, გულუბრყვილო არავინაა,
საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს რა ხდება აქ. ირღვევა ჩვენი
უფლებები. ელემენტარულად გზაზე გადაადგილების უფლება არ გვაქვს,
განაჩენს 23 მაისს გამოიტანს ხალხი, მანამდე არაერთი ნაბიჯი გვექნება
ამათი (ხელისუფლების) ნიღბის ჩამოგლეჯის".
"ჩვენ თქვენთან ჭიდავს არ ვაპირებთ თქვენ „გეჭიდავებათ“ საქართველოს
კონსტიტუცია" - ასე მიმართეს აქტივისტებმა
სამართალდამცავებს.
„ეს იქნება ღალატი ერის წინაშე. აქ არ არის პირადი ინტერესები. არის
ერის ინტერესები. მინდა ვიგრძნო თავისუფლად გადაადგილების უფლება
რომელიც მე კონსტიტუციურად მაქვს მონიჭებული“, - ამბობს ერთ-ერთი
აქტივისტი მაკა სულაძე.
ხეობის მცველებმა სამართალდამცავებიდან პასუხი ამ დრომდე ვერ მიიღეს.
იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვენეთის პოლიციის სამმართველოს
ხელმძღვანელი სულხან თამაზაშვილი არ გამოჩენილა, პოლიციელები კი
გუმათჰესთან რკინის კონსტრუქციასთან მობილიზებული არიან და
აქტივისტებს ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევენ.
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია 13 სხვადასხვა
ადგილას ერთდროულად გაიმართება.
აქტივისტებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციები მას შემდეგ დააანონსეს,
რაც რიონის ხეობაში ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებაზე
ხელისუფლებიდან უარი მიიღეს.
რვადღიანი ფიქრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციამ ჰესის
მოწინააღმდეგეების მოთხოვნებზე პასუხი დღეს გაავრცელა. განცხადებით
ცნობილი ხდება მხოლოდ ის, რომ პოლიცია გუმათჰესთან რკინის ბარიკადებს
აიღებს და აქტივისტებს კარვების გასაშლელად ადგილის შერჩევა
შეეძლებათ. მთავრობამ განცხადებაში ასევე გაიმეორა პრემიერის
განცხადება, კაშხლის მშენებლობის 9-12 თვით გადავადების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები