საფეხბურთო კლუბის "ტორპედოს"
მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ გუნდის გაწვრთნაზე უარი
თქვა.
აშვეთია გუნდიდან წასვლის
მიზეზად კლუბში არსებულ პრობლემებს ასახელებს და ახალ მწვრთნელს
ურჩევს მსგავს საკითხებზე ღიად ილაპარაკოს.
"დადგა ის მომენტი დავტოვო
ქუთაისის ტორპედოს მთავარი მწვრთნელის თანამდებობა. მადლობა მინდა
გადაუხადო ყველას, ვინც გვერდში მედგა ეს პერიოდი. იყო ბევრი
პრობლემა, მოყოლებული გასული წლიდან ,რაც შემეძლო ბოლომდე ვიხარჯებოდი
გუნდის წარმატებისთვის. ერთი მინდა ვუსურვო ქუთაისის "ტორპედოს",
დალაგებულიყოს ყველაფერი, როგორც ნორმალურ გუნდს შეეფერება. არ
ყოფილიყოს ყოველ წელს ახალი გუნდის შენება. მადლობა გულშემატკივარს,
რომელიც გვერდში მედგა. ახალ მწვრთნელს წარმატებას ვუსურვებ და
ერთ რჩევას მივცემ, ყველა პრობლემაზე ღიად ილაპარაკოს და
მოითხოვოს რაც საჭიროა მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად.....თორემ
ძალიან ძნელი იქნება", - აცხადებს მიხეილ აშვეთია.
კონკრეტულად რა პრობლემებია კლუბში, ყოფილი მწვრთნელი ამაზე
არ საუბრობს.
მიხეილ აშვეთიას მიერ პოსტის
დატოვებას გამოეხმაურა კლუბის ხელმძღვანელობაც. კლუბის მიერ
გავრცელებულ განცხადებაში ყოფილ მწვრთნელს მადლობას უხდიან და წერენ,
რომ ახალი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება
ცნობილი.
"კლუბი მადლობას უხდის მიხეილ
აშვეთიას და წარმატებებს უსურვებს მას მომავალ საქმიანობაში!
,,ტორპედო" ქუთაისის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს
დღეებში გახდება ცნობილი", - ნათქვამია განცხადებაში.
მიხეილ აშვეთია ქუთაისის
"ტორპედოში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე 2016
წლიდან მუშაობდა, 2020 წლიდან მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები