ახალი ამბები
ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში ცხოვრების ვადა 2 წლამდე შემცირდა
FaceBook
ქუთაისში საცხოვრებლის არმქონე პირებს,  მერია ბინას ხუთის ნაცვლად ორი წლით შესთავაზებს.

ბენეფიციარების სოციალურ საცხოვრისში ცხოვრების ხანგრძლივობა მათივე სარეიტინგო ქულებზე იქნება დამოკიდებული, რომელთა დაჯამებაც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მოხდება.

სოციალურ -ეკონომიკური მაჩვენებლების გადამოწმებას დაექვემდებარებიან ის ადამიანებიც, რომლებიც საცხოვრისში ხუთწლიანი პირობით შესახლდნენ. მერია ახლა აცხადებს, რომ 2017 წელს, როცა საცხოვრისი გაიხსნა, დოკუმენტებში ტექნიკური ხარვეზი იყო. საბინაო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ დებულების მიხედვით შენობაში ცხოვრების ვადა ხუთი წლით იყო განსაზღრული, თუმცა, სხვა ინფორმაცია იყო მერიასა და ბენეფიციარს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

"დებულებაში იყო ხუთი წელი განსაზღვრული, თუმცა, ხელშეკრულება ითვალისწინებდა ორწლიან ვადას.  ეს იყო გარკვეული შეუსაბამობა, ტექნიკური ხარვეზი, რაც ჩასწორდა. ამიერიდან ორი წელი იქნება ვადა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მათი ცხოვრების ხანგრძლივობა. სოციალური სააგენტო ორ წელიწადში ერთხელ ამონიტორინგებს ბენეფიციარებს. ასევე, გადამოწმდება ცხოვრობენ თუ არა ისინი მუდმივად იქ. თუ ბენეფიციარი 10 დღის განმავლობაში მიატოვებს ბინას, ჩაითვლება, რომ ის არ საჭიროებს საცხოვრებელს და კომისიაზე მოხდება მისი საკითხის განხილვა", - განაცხადა საბინაო სამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძემ.

მისი თქმით,  სოციალურ სააგენტოში უკვე გაგზავნილია მოთხოვნა ბენეფიციარების სარეიტინგო ქულების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, რის შემდეგაც გადაწყდება ვინ აკმაყოფილებს იქ ცხოვრების კრიტერიუმს. იმისთვის, რომ პირმა თავშესაფარში ცხოვრების უფლება მიიღოს, მისი სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 110 000 - ს. ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში, დროისთვის 82 ოჯახი, სულ 440 ადამიანი ცხოვრობს.

პარალელურად, ქუთაისის მერია მეორე საცხოვრისს აწყობს გუგუნავს ქუჩაზე. ყოფილი ქარხნის შენობის რეკონსტრუქცია ბიუჯეტს 500 000 ლარი დაუჯდება. ახალი საცხოვრისი 70 ოჯახზე იქნება გათვლილი.


ამავე თემაზე: 

რა წერია სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპრეტიზის დასკვნაში (ფოტო)

ვერ დავეთანხმები დასკვნას" - ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი საცხოვრისში ჩატარებულ ექსპერტიზაზე

"პასუხი ვერ მივიღეთ" - საცხოვრისში მცხოვრებლები მერის მოადგილეებთან შეხვედრაზე

"სად ნახეთ ჩემი აგრესია" - დაპირისპირება საცხოვრისში მცხოვრებლებისა და მერის მოადგილის შეხვედრაზე (ვიდეო)

სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები მერის მოადგილეს ხვდებიან (ვიდეო)

სოციალური თავშესაფრის მცხოვრებლები ქუთაისის მერიასთან შენობაში არსებულ მდგომარეობას გააპროტესტებენ

სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, მერიამ სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის

მერია: გადაწყდა, ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მდგრადობა ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლოს

ექსპერტებმა ქუთაისის სოციალური საცხოვრისის შესწავლა დაიწყეს

"დასკვნა ბევრ რამეს გასცემს პასუხს" - ქუთაისის სოციალურ საცხოვრისზე ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა

"უბედურება დატრიალდება" - სოციალური საცხოვრი

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა


"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.