ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში ლევან სამხარაულის სახელობის
ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა მუშაობა დღეს, 17 აპრილს დაიწყეს.
ექსპერტებმა, ობიექტის მდგრადობა უნდა დაადგინონ, რის შემდეგაც
გადაწყდება შენობის ექსპლოატაცია არის თუ არა დასაშვები.
"ექსპერტები შეისწავლიან არა მხოლოდ ობიექტის დაზიანებულ
ადგილს, არამედ მთლიანად შენობას", - განმარტავს მერიის საბინაო
სამსახურის უფროსი ჯონი არაბაძე.
მისი განმარტებით, ექსპერტიზის წინასწარი შედეგები ერთ კვირაში
გახდება ცნობილი.
შენობაში, სადაც უსახლკაროები ექვსი თვის წინ შესახლდნენ, ნგრევა
დაიწყო. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მერიამ რომ შენობას ექსპერტიზა
ჩატარებოდა.
ადგილობრივმა თვითმმართველბამ ქალაქში სოციალური საცხოვრისის
მოსაწყობად კონკურსი 2016 წლს გამოაცხადა. კონკურსის შედეგად ნიკეას
ქუჩაზე, კავშირგაბმულობისყოფილი შენობის რეაბილიტცია შპს " სანოს"
დაევალა. კომპანიას ქუთაისის მერიამ პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი
გადაუხადა, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის
გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ
ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაიხარჯა.
ამავე
თემაზე:
ქუთაისში სოციალურ
საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა
"უბედურება დატრიალდება" - სოციალური საცხოვრისის შენობა ქარმა
დააზიანა (ფოტო)
სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)
დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი
ბენეფიციარები
ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი
თქვა
"შენობა
ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში
მცხოვრებლები
ავარიული
სოციალური საცხოვრისი გახსნიდან ერთ წელიწადში
(ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები