კვირის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში და
მათ შორის იმერეთის რეგიონში არამდგრადი ამინდია
მოსალოდნელი.
22 მარტს სინოპტიკოსების ვარაუდით, მთელი დღის განმავლობაში
მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 14-16
0 იქნება.
23 მარტს ჰაერის ტემპერატურა 18 0-
მდე მოიმატებს, საღამოს შესაძლოა იწვიმოს.
24-25 მარტს ამინდის ეროვნული სააგენტოს,
მოკლევადიანი პროგნოზების ხელმძღვანელის დოდო გვაზავას თქმით, ორი დღე
მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაიკლებს 6-7
0-მდე.
26-27 მარტს ქარის სიჩქარე მოიმატებს,
გაძლიერდება დასავლეთით მქროლავი ქარი, ჰაერის მაქსიმალური
ტემპერატურა 4-6 0 იქნება.
კვირის ბოლოს გამოიდარებს და ღრუბლიანი
ამინდია ნავარაუდევი.
მასალის გამოყენების პირობები