ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე ვაქცინაციის პროცესში თანადგომას წმინდა სინოდს სთხოვს
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე წმინდა სინოდს და მღვდელმთავრებს ვაქცინაციის პროცესში თანადგომასა და თანამშრომლობას სთხოვს.
ამის შესახებ მან NCDC-ში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე მედიის მიერ ეკლესიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეკლესია ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა, შესაბამისად, მისი გავლენა მოსახლეობის აზრზე მნიშვნელოვანია.

„ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა ვთხოვო წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს - მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია. ტყუილად არ მითქვამს, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში ვაქცინებმა და ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ვაქცინაცია მეცნიერულად დასაბუთებულია. ეკლესიას და მეცნიერებას ყოველთვის სინერგიული დამოკიდებულება აქვს. ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს და ვაქცინაციის სიკეთე მეცნიერულადაა დასაბუთებული, რომელიც კაცობრიობის ისტორიამ გამოსცადა.

ამიტომ ძალიან გთხოვთ, გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში ექიმზე უფრო მეტად. ამიტომ, გთხოვთ, ვაქცინაციის პროცესში განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს. მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის, რომელიც ყოველთვის იმართება. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოს ეკლესიასთან თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, ერთად მივაღწევთ სასურველ შედეგს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის პირველი დოზა 13 მარტს შემოვიდა, ხოლო მედპერსონალის ვაქცინაციის 15 მარტს დაიწყო. ამდროისთვის ქვეყნის მასშტაბით 1 375 ადამიანი აიცრა, რაც ამირან გამყრელიძის განცხადებით, ძალიან ცოტა მაჩვენებელია.   




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის უღელტეხილზე, ​​​​​​​აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს
დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტომობილები შეფერხებით
გადაადგილდებიან.
12:09 / 28.11.2024
რიკოთის უღელტეხილზე, ​​​​​​​აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან.
ქუთაისში, ხარებავას ქუჩის მოსახლეობა, მათ დასახლებაში მეტადონის
პროგრამით მომსახურების ცენტრის გადატანას აპროტესტებს.
11:34 / 28.11.2024
ქუთაისში, ხარებავას ქუჩის მოსახლეობა, მათ დასახლებაში მეტადონის პროგრამით მომსახურების ცენტრის გადატანას აპროტესტებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.