ახალი ამბები
ქუთაისში მოსახლეობა მეტადონის ცენტრის მათ დასახლებაში გადატანას აპროტესტებს
FaceBook
ქუთაისში, ხარებავას ქუჩის მოსახლეობა, მათ დასახლებაში მეტადონის პროგრამით მომსახურების ცენტრის გადატანას აპროტესტებს.

ადგილობრივები მეორე დღეა ქუჩაში საპროტესტო აქციებს მართავენ და აცხადებენ, რომ არ სურთ მათ საცხოვრებელ გარემოში ნარკოტიკების მომხმარებელთა სარეაბილიტაციო ცენტრი არსებობდეს.

მოქალაქეებმა გუშინ გზაც გადაკეტეს, რასაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ამ დრომდე ქუთაისში, დუმბაძის ქუჩაზე ფუნქციონირებს, სადაც ნარკოტიკზე დამოკიდებულ პირებს მეტადონის პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ, რაც მათ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაში ეხმარება.

რას უკავშირდება დუმბაძის ქუჩაზე არსებული ცენტრის ქალაქის სხვა ნაწილში გადატანა, ამასთან დაკავშირებით პასუხს "ქუთაისიპოსტი" ჯანდაცვის სამინისტროსგან ელოდება.

საქართველოში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამა 2008 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს, 2017 წლიდან კი მას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. 2017 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, მეტადონით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მომსახურება 26 995 ბენეფიციარს გაეწია.

გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული მეტადონის მოხმარების სამედიცინო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს პრეპარატი ყველაზე ეფექტიანია არა მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარების დროს აბსტინენციის (ე.წ. "ლომკის") მოხსნის მხრივ, არამედ სხვადასხვა გადამდები ინფექციისგან თავდაცვის მიზნითაც.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის უღელტეხილზე, ​​​​​​​აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს
დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტომობილები შეფერხებით
გადაადგილდებიან.
12:09 / 28.11.2024
რიკოთის უღელტეხილზე, ​​​​​​​აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან.
11:21 / 27.11.2024
"ქუთგანათების სერვისი", საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 235 800 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.