რიკოთის უღელტეხილზე, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს
დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტომობილები შეფერხებით
გადაადგილდებიან.
როგორც მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, მოსული თოვლის გამო, უკვე
რამდენიმე საათია საცობში არიან და გადაადგილება გაუწმენდავ გზებზე
უწევთ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი განმარტავენ, რომ გზებზე
შეფერხება უხვი ნალექის გამოა. მაგისტრალის თოვლისგან
გააწმენდა რამდენიმე საათის წინ დაიწყო და ამ წუთებშიც
გრძელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 28 ნოემბერს, ქვეყნის
ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით,
ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და
ზვავსაშიშროება.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების,
ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ
მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან
გამოიდარებს.
მასალის გამოყენების პირობები