ახალი ამბები
ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, AstraZeneca-ს გამოყენება არ შეაჩერონ
FaceBook
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებს მოუწოდა, არ შეაჩერონ AstraZeneca-ს გამოყენებით კორონავურუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია,
- ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინასა და სისხლში თრომბის წარმოქმნას შორის კავშირის არსებობის მტკიცებულება არ არსებობს.

”დღეის მდგომარეობით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ინციდენტები გამოწვეულია ვაქცინით და მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის კამპანიები გაგრძელდეს, რათა ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ და შევაჩეროთ ვირუსისგან გამოწვეული მძიმე დაავადება,“ - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა კრისტიან ლინდმაიერმა.

მისივე თქმით, ორგანიზაცია მოკვლევას განაგრძობს და როგორც კი სრულყოფილად გაეცნობა ფაქტებს, ინფორმაციას მაშინვე გაასაჯაროებს.

„როგორც კი ჯანმო სრულყოფილად გაეცნობა ამ მოვლენებს, დასკვნები და მიმდინარე რეკომენდაციების ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას”, - აღნიშნა ლინდმაიერმა.

ჯანმოს ვაქცინების უსაფრთხოების ექსპერტები დღეს შეიკრიბებიან და ვაქცინასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. დღესვე შეხვედრა გაიმართება ევროპის მედიკამენტების სააგენტოშიც, დასკვნას კი ორგანიზაცია ხუთშაბათს წარადგენს.

შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ AstraZeneca-ს გამოყენება რამდენიმე ვაქცინირებულ ადამიანში სისხლის შედედების პრობლემების წარმოქმნის გამო დროებით შეაჩერა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის უღელტეხილზე, ​​​​​​​აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს
დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტომობილები შეფერხებით
გადაადგილდებიან.
12:09 / 28.11.2024
რიკოთის უღელტეხილზე, ​​​​​​​აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან.
ქუთაისში, ხარებავას ქუჩის მოსახლეობა, მათ დასახლებაში მეტადონის
პროგრამით მომსახურების ცენტრის გადატანას აპროტესტებს.
11:34 / 28.11.2024
ქუთაისში, ხარებავას ქუჩის მოსახლეობა, მათ დასახლებაში მეტადონის პროგრამით მომსახურების ცენტრის გადატანას აპროტესტებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.