ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების
535 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 265 200-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 757 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 257 441-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 343 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 535 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 201 შემთხვევა, აჭარა - 28, იმერეთი - 101,
ქვემო ქართლი - 36, შიდა ქართლი - 40, გურია - 32, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 42, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი -
6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 390,
საიდანაც: 2 004 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 891, აჭარაში - 165, იმერეთში - 456. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 429 პირი, მათ შორის, თბილისში - 170, აჭარაში
- 41, იმერეთში - 125. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 110
პირი, მათგან თბილისში - 73, აჭარაში- 6, იმერეთში - 13. 277 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 124 - თბილისში, 139 -
აჭარაში, 14 - იმერეთში. 2 109 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 226 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 108, ხოლო აჭარაში - 52.
სულ 6 ოქტომბრიდან - 12 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 776 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 782 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 6 421 პირი, აჭარაში - 665, იმერეთში - 1 330.
მასალის გამოყენების პირობები