ქუთაისის მერიის წინ გამართულ
აქციაზე ექვსი ადამიანი დააკავეს.
ინფორმაცია ამის შესახებ ქუთაისიპოსტს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების
ინფორმაციით, აქტივისტები დაკავებული არიან 173-ე მუხლის
საფუძველზე.
ქუთაისის
მერიასთან მიმდინარე აქციაზე მდგომარეობა უკიდურესად მას შემდეგ
დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა მერიაში შესვლა სცადეს.
პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ისინი დემონსტრანტების მერიის
ტერიტორიიდან განრიდებას შეეცადნენ.
მოხდა დაპირისპირება აქტივისტებსა და პოლიციას
შორის, რის შემდეგაც პოლიციამ აქტივისტები დააკავა. აქციის
ერთ-ერთი მონაწილე ცუდად გახდა.
სამოქალაქო აქტივისტები ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლებს სარესტორნო მომსახურებაში თანხის
ხარჯვაში ადანაშაულებენ.ისინი ქუთაისის მერთან იოსებ ხახალეიშვილთან
შეხვედრას ითხოვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები