ახალი ამბები
ვინ არის გოგონა, რომელმაც რიონის ხეობაში იმღერა
FaceBook
გოგონა, რომელმაც 7 თებერვალს, რიონის ხეობაში გამართულ საპროტესტო აქციაზე ემოციურად იმღერა, 31 წლის კაწია გრიგოლასია.
პროფესიით ვოკალისტი კაწია ქუთაისში ცხოვრობს. იგი აქციებში იშვიათად მონაწილეობს, თუმცა ამბობს რომ "რიონის ხეობის მცველების" გულწრფელმა პროტესტმა, წვიამიანი ამინდის მიუხედავად,  სოფელ ნამოხვანში მიიყვანა.

კაწია გვიყვება, რომ სიმღერის შესრულება დაგეგმილი არ ჰქონდა, თუმცა ადგილზე მისულმა ემოცია ვერ შეიკავა.

,,ბევრი არ მიფიქრია რა უნდა მეთქვა ან რა უნდა მემღერა, მივედი მიკროფონთან და ,,საქართველოო ლამაზო'' დავიწყე, გულიდან წამოვიდა ეს სიმღერა".

კაწია, თვლის რომ მისი ადგილი იქ არის,  სადაც სამშობლოს უჭირს. ამ შემთხვევაში კი, ორი შვილის დედას მიაჩნია, რომ შვილებისთვის და მომავლისთვის აუცილებელია ხეობის მცველებს შეუერთდნენ.

,, ვფიქრობ,  რიონის ხეობის მაცხოვრებლებს ახლა გვერდით დგომა სჭირდებათ, რადგან აქ საქართველოს ბედი წყდება"


7 თებერვალს, რიონის ხეობაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

რიონის ხეობის მცხოვრებლებს მხარდაჭერა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ასობით ადამიანმა გამოუცხადეს.

რიონის ხეობის მცხოვრებლები 107-ე დღეა ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აქციებს მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე ჰესის მშენებელი კომპანია "ენკა" ხეობას არ დატოვებს

აქციის მონაწილეები ტერიტორიას ღამითაც არ ტოვებენ და კარვებში რჩებიან. მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენლები სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე 105 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების დღიდან აპროტესტებენ.

მათი თქმით, კომპანია სამუშაოები ყველანაირი ნორმის დარღვევით აწარმოებს, მათ არ აქვთ არც გარემოზე ზემოქმედების გეგმა. ადგილობრივების თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი შეცვლის რიონის ხეობის კლიმატს და გააქრობს ყურძნის უნიკალურ ჯიშებს, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში წყალი დაფარავს მიმდებარე სოფლებს, დაახლოებით 10 წუთში კი ტალღა ქუთაისამდეც მიაღწევს.

პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიეტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა ვატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.

ინვესტიციის სანაცვლოდ, კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3 000-მდე ადამიანი დასაქმდება.

"თემთა ერთობის" წევრები ამბობენ, რომ კომპანიას არ აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული გეგმა. გაერთიანების წევრების თქმით, კომპანია ვერ პასუხობს მათ კითხვებს დაგეგმილი მშენებლობა შეუქმნის თუ არა წყალტუბოს წყალს საფრთხეს.

გასულ კვირას, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის'' თანადგომა გამოუცხადა და მოუწოდა ეპარქიის ტერიტორიაზე ჯვარი აღმართონ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.