უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, იმერეთში კორონავირუსის 301 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში ჯამში 1 055 პაციენტი მკურნალობს. აქედა
მძიმეა - 209, ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება -52, კლინიკურ სასტუმროში
მკურნალობს 85 მოქალაქე, ხოლო საკარანტინე სივრცეში იმყოფება 13 პირი.
იმერეთის რეგიონში თვითიზოლაციაში რჩება 3660 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1
738 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა
225 893-ს შეადგენს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 494 პაციენტი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 210 445-მდე.
კორონავირუსს პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჯამში 2 481 პაციენტი
ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები