ახალი ამბები
ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს სხდომაზე 30 დეკემბერს გაიტანენ
FaceBook
ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭს საკრებულოს ბოლო სხდომაზე უყრიან.

მერია დოკუმენტს დეპუტატებს 30 დეკემბერს წარუდგენს. პროცესი წელსაც ოპოზიციის გარეშე ჩაივლის. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს ბოიკოტის მიზეზით არც პროექტის განხილვაში მიუღიათ მონაწილეობა. შესაბამისად, აღმასრულებელთან არც შენიშვნები წარუდგენიათ.

ბიუჯეტის პროექტთან შინაარსობრივი  შენიშვნები არ აქვს არც უმრავლესობას. საფინანსო სამსახურის უფროსის, დავით ნიშნიანიძის თქმით, ყველა შენიშვნა ტექნიკური ხასიათისაა.

"იყო ძალიან მცირე შენიშვნები, მნიშვნელოვანი რეკომენდაციები  არ ყოფილა.  საკრებულომ მხოლოდ ტექნიკური შენიშვნებით დაგვიბრუნა დოკუმენტი,  რაც,  რა თქმა უნდა,  გავითვალისწინეთ. უკვე დავაბრუნეთ და საკრებულოს სხდომაზე ველოდებით დამტკიცებას", -განაცხადა დავით ნიშნიანიძემ.

მომავალი წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 60 860 500 ლარია. პროექტში პრიორიტეტად ისევ ინფრასტრუქტურა და სოციალური მიმართულებებია დასახელებული.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.