26 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში ვირუსით ინფიცირების 1
784 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 421, მათ შორის 7 170
კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 251
PCR
ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა ჯამში შეადგენს 220 508-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 119 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 200 339-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39
ახალი შემთხვევა. ვირუსს ჯამში 2 352 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში
გამოვლენილი ინფიცირების 1 784 ახალი შემთხვევიდან: თბილისში
გამოვლენილია 801 შემთხვევა, აჭარაში - 121, იმერეთში - 281.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 791,
მათგან 5 701 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 606, იმერეთში - 1 134. აჭარაში - 528. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 013 პირი, მათ შორის, თბილისში - 501,
აჭარაში - 109, იმერეთში - 234.
მასალის გამოყენების პირობები