ახალი ამბები
რა უჯდება ქუთაისის მერიას ახალი წელი ზეიმის გარეშე
FaceBook
ქუთაისში საახალწლო ღონისძიებებისთვის სამზადისი ამ დრომდე არ დაწყებულა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ყველა ღონისძიება გაუქმებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ 31 დეკემბრის ღამეს ქალაქში საზეიმო განწყობა არ იქნება. ქუთაისის მერიამ შეწყვიტა 15 865 ლარიანი ტენდერიც, რომლითაც ახალი წლის ღამისთვის ფოიერვერკის შეძენა იგეგმებოდა. ღონისძიებების გაუქმების მიზეზად პანდემია სახელდება.

თვითმმართველობაში ახლა ერთადერთი საზრუნავი დარჩათ - გასანათებელი მოწყობილობების მონტაჟი და ქალაქის მთავარი ნაძვის ხის გაწყობა. ნაძვის ხის გასაწყობად მერიამ ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით უკვე გააფორმა სამი ხელშეკრულება, ჯამში 14 705 ლარის ღირებულების. ააიპ "ქუთგანათების სერვისმა" კი ელექტრონათურებისა და გასანათებელი მოწყობილობების შესაძენად ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა ჯამური ღირებულება 128 882 ლარს შეადგენს. აქედან მერია 4950 ლარს მხოლოდ დიზაინერს უხდის, რომელმაც ქალაქის მთავარი ნაძვის ხე უნდა მორთოს.

გაუქმებული ღონისძიებებისა და შეწყვეტილი ტენდერის ფონზე, ადგილობრივი თვითმმართველობა საახალწლო სამზადისისთვის მაინც სოლიდურ თანხას ხარჯავს. ქუთაისის მერიას ახალი წელი ფოიერვერკისა და კონცერტის გარეშე 143 587 ლარი დაუჯდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #2021 #ახალი წელი
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.