ოპოზიციური პარტიების საარჩევნო
სიები ოფიციალურად გაუქმდა.
პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო
რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განკარგულება ცესკო-ს თავმჯდომარემ
პარტიების თავმჯდომარეთა მიმართვის საფუძველზე გამოსცა.
ცესკოს აღნიშნული მოთხოვნით, "ნაციონალურმა
მოძრაობამ", "ძალა ერთობაშიამ", "ევროპულმა საქართველომ",
"ლეიბორისტულმა პარტიამ", "ლელომ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა"
მიმართა.
გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ
სცნობს. ისინი პროტესტის ნიშნად პარლამენტში არ შედიან.
მეათე მოწვევის პარლამენტი
პირველად 11 დეკემბერს შეიკრიბა.
პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
შესაბამისი დადგენილება 87 ხმით მიიღეს. ყველა ის პირი, ვინც
ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულად გამოაცხადა,
პარლამენტის სრულფასოვანი წევრია.
მასალის გამოყენების პირობები