ქუთაისის ახლადარჩეული მერი იოსებ ხახალეიშვილი,
მედიას უფლებამოსილების განხორციელების პირველივე დღეს
შეხვდა.
შეხვედრაზე მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის
შენობაში მედიისთვის პრესცენტრის შექმნა დააანონსა. მისი თქმით,
ცენტრი საჭირო ინფრასტრუქტურით აღიჭურვება.
"ერთ-ერთი პირველი რასაც გავაკეთებ, იქნება
პრესცენტრის შექმნა მერიის შენობაში. ჟურნალისტები ქარსა და წვიმაში
გარეთ არ უნდა იცდიდნენ", - განაცხადა ქალაქის მერმა.
იოსებ ხახალეიშვილი მერის რანგში საქმიანობას
დღეიდან შეუდგა. მერი საკრებულოს რიგგარეშე სხდომასაც დაესწრო და
განაცხადა, რომ უფლებამოსილების შემჭიდროვებული ვადის მიუხედავად, იგი
მის გუნდთან ერთად შეეცდება ქალაქს სარგებელი მოუტანოს. მერმა
სხდომაზე, რომელსაც ტრადიციულად არ ესწრებოდა ოპოზიცია, ოპონენტებს
საკრებულოში დაბრუნებისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
იოსებ ხახალეიშვილმა ასევე ისაუბრა ქალაქში ახალი ავტობუსების
შემოყვანასა და ფასთა სისტემაზე, თუმცა, განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ
არის დაზუსტებული რა ეღირება მგზავრობა და რა ტიპის შეღავათები იქნება
გათვალისწინებული სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის.
რაც შეეხება ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტს, მერის თქმით, პროექტი,
რომელიც უკვე დაუბრუნდა საკრებულოს, ორიენტირებულია სოციალურ და
ინფრასტრუქრუტულ მიმართულებებზე.
მასალის გამოყენების პირობები