ქუთაისის ახალდარჩეულმი მერი სოსო ხახალეიშვილი ქალაქის პირველი პირის
რანგში მუშაობას საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის
დაწერიდან მე-11-ე დღეს შეუდგება.
"ყველანაირი საარჩევნო პროცედურა უნდა დასრულდეს, იგივე
კანონმდებლობით განსაზღვრული გასაჩივრების ვადაც არის
გასათვალისწინებელი, თუმცა, საბოლოოდ, დამოკიდებულია საოლქო საარჩევნო
კომისიის მიერ შემაჯემებლი ოქმის გამოქვეყნებაზე. რომლის მაქსიმალური
ვადა არის 21 დეკემბერი. თუმცა, შესაძლოა ამდენი დროც არ იყოს საჭირო,
თუკი არჩევნების შედეგები არ გასაჩივრდა. დიდი ალბათობით, ახალი მერი
მუშაობას დეკემბრის დასაწყისში შეუდგება", - განმარტავს მერიის
იურისტი ირაკლი გიორგაძე.
31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებთან ართად ქუთაისში მერის
არჩევნებიც ჩატარდა, თუმცა ისმის გამო, რომ ქუთაისის მერობის 8
კანდიდატიდან საკმარისი ხმა ვერცერთმა მიიღო, რის გამოც, მეორე ტური
დაინიშნა, სადაც მმართველი გუნდის კანდიდატი უკონკურენტო იყო, რადგან
ოპოზიციური პარტიის კანდიდატებმა არჩევნების მეორე ტურში
მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურში სოსო ხახალეიშვილმა ხმების 92 %
მიიღო.
სოსო ხახალეიშვილი ამდრომდე იმერეთის ვიცე-გუბერნატორის პოსტს
იკავებდა.
მასალის გამოყენების პირობები