ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის პარალელურად,
საოლქო კომისიაში სხდომა დაიწყო.
სხდომა კომისიამ მას შემდეგ გახსნა, რაც შენობიდან აქციის რამდენიმე
მონაწილე ძალის გამოყენებით გაიყვანეს. კომისიაში ახლა #102 უბნის
შედეგების ხელახალი გადათვლა მიმდინარეობს.
საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა ერთი საათის დაგვიანებით
დაიწყო. კომისიის წევრებს სხდომის დაწყების საშუალებას შენობაში მყოფი
აქციის მონაწილეები, არ აძლევდნენ.
კომისიის მდივნის ლარინა ლალიაშვილის თქმით, აღნიშნული უბანი შეირჩა
სადემონსტრაციოდ, იმის დასამტკიცებლად, რომ უბნებზე პროცესები
დარღვევის გარეშე მიმდინარეონდა. კომისიას დღევანდელ სხდომაზე დღის
წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი აქვს და ეს ეხება აღნიშნული უბნის
ბიულეტენების განმეორებით დათვლას. რაც შეეხება ოპოზიციის რამდენიმე
საჩივარს, კომისიის წევრები ამბობენ, რომ არც ერთი საჩივარი
მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და კომისიის გადაწყვეტილებით, ყველა
მათგანი განუხილველი დარჩა.
საოლქო კომისიის შენობის გარეთ
საპროტესტო აქცია გრელდება. აქციის მონაწილეები
ამბობენ, რომ დაელოდებიან სხდომის დასრულებას და ამის შემდეგ
დასახავენ სამოქმედო გეგმას.
მასალის გამოყენების პირობები