"სტრატეგია აღმაშენებელი" ქუთაისის საოლქო
საარჩევნო კომისიას კანონდარღვევაში ადანაშაულებს.
პარტიის ადგილობრივ ოფისში გამართულ
ბრიფინგზე პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ საოლქო კომისიამ
საჩივრების ნაწილი განუხილველად დატოვა.
"დღეს არის ბოლო ვადა, როდესაც უნდა მოხდეს საჩივრების განხილვა.
ჩვენი წარმომადგენელი დაუკავშირდა საოლქო კომისიის თავმჯდომარის
მოადგილეს, რომელმაც დაუდასტურა, რომ დღეს არ არის სხდომა ჩანიშნული.
როცა მიზეზი ჰკითხა, უთხრა, რომ პასუხს წერილობით მიიღებდა. არ ყოფილა
არც ერთი შემთხვევა ქუთაისის გარდა, რომ საჩივრები არ განხილულიყო.
ჩვენ ამას არ შევეგუებით და მოვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს",-
განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გია თევდორაძემ.
მისი თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა ქუთაისში, სადაც 130
საარჩევნო უბნიდან უმრავლესობის შემაჯამებელი ოქმები
არასწორია.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში
ადასტურებენ, რომ 6 საჩივარი ჯერ კიდევ განუხილველია, თუმცა, არის თუ
არა დღეს სხდომა ჩანიშნული,სადაც მათი განხილვა უნდა მოხდეს, ამაზე
ზუსტი პასუხი არ აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები