ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში,
სადაც 98 ბენეფიციარი ჰყავთ, კარანტინი გამოცხადდა.
პანსიონატში კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე
შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც პანსიონატის დირექტორი, მალხაზ
ბადირეიშვილი აცხადებს, ინფიცირებულია სამი ბენეფიციარი და ათი
თანამშრომელი. მისი თქმით, ინფიცირება, სავარაუდოდ, უსიმპტომო
თანამშრომლისგან მოხდა.
ინფიცირებულები საჩხერის სამედიცინო ცენტრში
არიან გადაყვანილი, მათი მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია.
პანსიონატში რამდენიმე პირის ტესტის პასუხს
ელოდებიან და ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა
გაიზრდება.
პანსიონატის შენობაში ბენეფიციარები და
თანამშრომლები ერთად ცხოვრობენ.
მასალის გამოყენების პირობები