2020 წლის პარლამენტის არჩევნებში მონაწილე 12
ოპოზიციური პარტია მიღებულ მანდატებზე უარს აცხადებს და რიგგარეშე
არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
პარტიების ლიდერებმა შეთანხმებას ხელი უკვე
მოაწერეს. ასევე, ისინი პარლამენტში შესვლაზე უარს
ამბობენ:
"ევროპული საქართველო"
"სტრატეგია აღმაშენებელი"
"ლელო საქართველოსთვის"
"გირჩი"
"მოქალაქეები"
"ლეიბორისტული პარტია"
"რესპუბლიკური პარტია"
"სახელმწიფო ხალხისთვის"
"ევროპული დემოკრატები"
"კანონი და სამართალი"
"ერთიანი საქართველო"
ასევე, პაატა დავითაიას ინფორმაციით, ოპოზიცურ
ერთობას უერთდება "პატრიოტთა ალიანსი".
"არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალდობისა და
დაშინების სუს-ის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული, მასშტაბური
მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის
ნებაზე ძალადობით გავლენის მოხდენის პირობებში. ამას თან დაერთო
ოქმებით მანიპულაცია და კარუსელი, რამაც მნიშვნელოვნად დაამახინჯა
არჩევნების შედეგები. ცესკოს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა არ ასახა
ამომრჩევლის ნება. ჩვენთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის სრულიად
ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის
მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მანდატი.
შესაბამისად, ეს არჩევნები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. ამიტომ,
ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს
ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომ არ
შევიდეთ პარლამენტში. არ მივიჩნევთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან
არის ის უკანონოდ არჩეული", - განაცხადა პარტიების ლიდერების
შეკრებაზე შალვა ნათელაშვილმა.
31 ოქტომბრის არჩევნების შედგების მიხედვით,
მმართველმა გუნდმა პარლამენტში 75 მანდატი მოიპოვა და უმრავლესობის
მოსაპოვებლად მხოლოდ ერთი მანდატი სჭირდება. არჩევნების შედეგები
მიუღებელია ოპოზიციისთვის. მათი თქმით, ხელისუფლებამ კენჭისყრის
შედეგები გააყალბა.
მასალის გამოყენების პირობები