ახალი ამბები
ღამისთევა რიონის ხეობის გადასარჩენად
FaceBook

წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში, სამი ღამეა ადგილობრივები, ჰესის მშენებლობის ადგილთან ახლოს,  ღამეს ათევენ.

სოფლის მკვიდრებმა მრავალწლიანი პროტესტის შემდეგ ნამხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ახლა ეს ფორმა არჩიეს. უკვე სამი დღე და ღამეა, რაც მოსახლეობა ერთმანეთს ენაცვალება. მოსახლეობა კატეგორიუალდ ეწინააღმეგება რიონის ხეობაში, მათ კარმიდამოსთან ახლოს, 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობას. ისინი სახელმწიფოსგან და კომპანიისაგან ჰესის მშენებლობის შეჩერებას და ტექნიკის გაყვანას ითხოვენ.

"ხუთი-შვიდი ადამიანი ყოველ ღამე ვართ. დღის განმავლობაშიც მოდიან სოფლის სხვა მცხოვრებლები. ვყარაულობთ, რომ არ დაიწყონ მშენებლობა. რაც აქ ვართ ჯერ არავინ გამოჩენილა. არ მივცემთ მშენებლობის დაწყების უფლებას. ჩვენ მშვიდობიანად ვთხოვთ რომ გაიყვანონ ტექნიკა და წავიდნენ. სამი წელია პროტესტის რეჟიმში ვართ და კომუნიკაციის ყველანაირი ფორმა ვცადეთ სახელწმიფოსთან, მშენებელ კომპანიასთან, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ" , - ამბობენ ვარლამ გოლეთიანი. 


ნამახვანჰესის მშენებლობას სოფელ ნამოხვანის და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები 
აპროტესტებენ

ვარლამ გოლეთიანი ერთ-ერთია იმათგან, რომელიც ღამეს ათევს. ის სოფელ ტვიშიდანაა, რომელსაც ნამახვანჰესის აშენების შემდეგ ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის ქვეშ მოიაზრებენ.  მისი ოჯახი წლებია აქ ცხოვრობს და სოფლის მეურნეობას ეწევა. ვარლამი ჰყვება, რომ  იმის გამო, რომ ამ სოფლეში ვაზის უნიკალური ჯიში ცოლიკოური ხარობს და მისი ღირებულებაც საკმაოდ დიდია, სოფელს ბევრი ადამიანი დაუბრუნდა. მათ შორის თვითონაც.


ვარლამ გოლეთიანი სოფელ ტვიშიდან.

"სავენახე მეურნეობის მოწყობა დავიწყე. ჩვენს სოფელში  ყურძენი 1 კგ 6 ლარი ღირს. ოჯახებს დაახლოებით 2 ტონა ყურძენი მოჰყავთ.  ყველაზე ცოტა მთლიანად სოფელში, ალბათ, 70 ტონა ყურძენი მოდის და ეს საკმაოდ შემოსავალია ოჯახებითვის, სოფლისთვის. ჰესის მშენებლობის შემდეგ ეს სოფელი, როგორვ სპეციალისტებმა გვითრეს, დაიტორება და ათობით ოჯახი შემოსავლის ერთადერთ წყაროს დაკარგავს. ჩვენ ეს გვადარდებს, თორემ სხვა რა ინტერესი უნდა გვქონდეს ამ საქმეში", - ამბობს  ვარლამი.

ვარლამს და  სოფლის სხვა მკვიდრებს ღამისთევისთვის კარვები  მომზადებული აქვთ. 


ღამისთევისთვის გამზადებული კარვები


"ზოგი გვათხოვეს, ზოგიც შევიძინეთ. ჩვენს გვაქვს სოციალურ ქსელში გვერდი ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის", სადაც მითითებულია ანგარიშის ნომერი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის გადმორიცხვა. ამ დარიცხული თანხებით რამდენიმე კარავი და საჭირო ნივთები შევიძინეთ".




მეორე დღეა თანასოფლელებს შეუერთდა კახა ასათიანიც.



,,აქ ვარ იმიტომ, რომ ვეწინააღმდეგები ამ უკანონობას, ანადგურებენ ბუნებას, შეიცვლება კლიმატი და საფრთხე ემუქრება ქუთაისსაც".

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა წყალტუბოს რაიონის სოფელ ნამოხვანში საპროტესტო აქცია დღეს კიდევ ერთხელ გამართეს და სახელმწიფოს სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტა და რიონის ხეობიდან ტექნიკის გაყვანას მოსთხოვეს. ამბობენ, რომ სახელმწიფოს და კომპანიას წინააღმდეგობას მანამდე გაუწევენ,  ვიდრე მშენებლობაზე უარს არ იტყვიან და იმედოვნებენ, რომ პროცესები მშვიდობიანად მოგვარდება.

წყალტუბოში, ნამახვანჰესის მშნებელობის ადგილი 23 ოქტომბერს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მოინახულა. მინისტრის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია  არც მედიისთვის და არც ადგილობრივებისთვის   წინასწარ ცნობილი არ იყო.

მინისტრმა  მშენებლობა საუკუნის პროექტად შეაფასა, ხოლო ჰესის პროექტის ხელმძღვანელის ბარან ოზგენის განცხადებით, სამუშაოები ყველა რეგულაციის დაცვით  მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა ვატ. სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.

პროექტი 750 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ინვესტიციის სანაცვლოდ, კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3 000-მდე ადამიანი დასაქმდება.


ავტორი : ანა  ჯიქია

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.