''არჩევნები კარგი შესაძლებლობაა პარლამენტის ქუთაისში დასაბრუნებლად'' - სამოქალაქო მოძრაობის აქცია
13:36 / 28.10.2020
ქუთაისში, სამოქალაქო მოძრაობა "დატოვე
პარლამენტი ქუთაისში" წევრებმა აქცია გამართეს.
მოძრაობის წევრებმა მოქალაქეებს ფლაერები და პოსტერები
დაურიგეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ არჩევნებზე მხოლოდ იმ
კანდიდატისთვის დაეჭირათ მხარი, რომლისთვისაც პრიორიტეტი პარლამენტის
ქუთაისში დაბრუნებაა.
"ხელისუფლებამ ქუთაისს პარლამენტის გადატანით წაართვა სწრაფი
განვითარების პერსპექტივა. პარლამენტის ქუთაისში დასაბრუნებლად
არჩევნებს განვიხილავთ ძალიან კარგ შესაძლებლობად", - განმარტა
მოძრაობის წევრმა ეკატერინე მარუქაშვილმა.
ქუთაისში, პარლამენტის შენობა, რომლის მშენებლობაც ბიუჯეტს 240 მილიონ
ლარზე მეტი დაუჯდა, ერთი წელია მიტოვებულია. 2019 წლის იანვრიდან
შენობა დაიცალა და საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში
გააგრძელა.
ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატისთვის
22 პარტია იბრძვის, უმრავლესობა პარლამენტის დაბრუნებას და
დეცენტრალიზაციას უჭერს მხარს.
2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ბლოკებითა და შერეული
სისტემით ჩატარდება.
კანდიდატებს შორის არჩევანი ქუთაისში რეგისტრირებულმა 155 236-მა
მოქალაქემ უნდა გააკეთოს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან,
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ი,
ჰამბურგის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს (კვირაში ორი
სიხშირით) განაახლებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები