წითელი საღებავით შეღებილი კედლები, წარწერები ოფისზე და დამტვრებული
კვერცხების ნაჭუჭები დახვდათ დილით ხარაგაულის "ნაციონალური
მოძრაობის" წარმომადგენლებსაც.
"ნაციონალური მოძრაობის" ხარაგაულის ორგანიზაციის წარმომადგენლის,
საკრებულოს წევრის ქეთი ზუმბაძის თქმით, ასეთი რამ ხარაგაულისთვის
უცხოა. "არ მახსენდება ვინმეს მსგავსი უღირსი საქციელი
ჩაედინოს,მითუმეტეს დღევანდელი ხელისუფლება არ უნდა იქცეოდეს
ასე,ვწუხვარ რომ ხარაგაულში ეს ფაქტი დაფიქსირდა.მინდა გითხრათ ამ
პროცესების ორგანიზატორებს, უმჯობისია მეტი ძალისხმევა მოახმაროთ
რაიონის გაღატაკებული ბიუჯეტის შევსებას და თუ ამას ვერ ახერხებთ,
საღებავების შესაძენად განკუთვნილი თანხა მაინც მოახმაროთ სოციალურად
დაუცველებს.
"ქათმები", "მკვლელები" -"საქათმე - ამ შინაარსის წარწერები
საქართველოს სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებშიც გაჩნდა "ნაციონალუი
მოძრაობი“ს ოფისის კედლებზე.
მასალის გამოყენების პირობები