ქუთაისში, პირბადის არასწორი გამოყენებისთვის
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრები დააჯარიმეს.
#1 მიკროავტობისის ორ მგზავრს 20
ლარიანი ჯარიმა პოლიციის თანამშრომლებმა გამოუწერეს.
,,პირბადეები ჰქონდათ, მაგრამ არასწორად
ეკეთათ,"- ამბობენ მგზავრები.
კორონავირუსის გამო, პირბადის ტარება
სავალდებულოა ლიფტებში, სავაჭრო ცენტრებში, ზოგადსაგანმანათლებლო
უმაღლეს დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და
ა.შ.
პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პირბადის არტარება იწვევს
ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20, ხოლო იურიდიულის 500
ლარით.
ბოლო სამ თვეში (2020 წლის ივნისი, ივლისი, აგვისტო) საქართველოს
ბიუჯეტი 102 ათასი ლარით მხოლოდ პირბადის ტარებაზე დაწესებული
ჯარიმით შეივსო.
ავტორი: ანა ჯიქია
მასალის გამოყენების პირობები