ახალი ამბები
დაპირებული 60 ახალი ავტობუსი ქალაქში 2021 წლამდე არ გამოჩნდება
FaceBook
მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა კიდევ ერთხელ გადაავადა.

ამჯერად, იკვევა, რომ დაპირებული 60 ავტობუსი, ქალაქის ქუჩებში 2021 წლამდე არ გამოჩნდება. მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა დღეს ამაზე მედიასთან საუბარი არ ისურვა. საკითხზე განმარტებები არ გააკთა არც შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" უფროსმა, გიორგი გიორგობიანმა. იგი საკრებულოს სხდომას, სადაც ავტობუსების შესაძენად მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სესხისა და გრანტის აღების საკითხი განიხილებოდა, არც კი ესწრებოდა.

მერიის საფინანსო სამსახურის უფრომა, დავით ნიშნიანიძემ კი თქვა, რომ 60 ავტობუსიდან მხოლოდ 10 შემოვა ნოემბერში, ახალი ავტობუსები კი ქუჩებში ახალი წლიდან იმოძრავებენ.

"ნოემბრიდან იწყება ეტაპობრივი შემოყვანა, ეტაპობრივადაა შეძენილი და ასე ნაწილდება სხვა მუნიციპალიტეტებზეც. ახალი წლიდან გამოჩნდება უკვე ქუჩებში", – განაცხადა დავით ნიშნიანიძემ.
60 ახალი ავტობუსის შესაძენად მერიამ მგფ–სგან უკვე ისესხა 5 775 000 ევრო, რომელიც 10 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.

ქუთაისში ახალი მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანა გასული წლის ზაფხულში დაანონსდა. ქალაქის მაშინდელი მერი გიორგი ჭიღვარია ჯერ ამბობდა, რომ ძველ ავტობუსებს არა 60, არამედ 80 ახალი ავტობუსი ჩაანაცვლებდა, მუნიციპალური ტრანსპორტი კი ქალაქში 2020 წლის გაზაფხულიდან იმუშავებდა. მოგვიანებით რაოდენობა შემცირდა, ვადამ კი მიმდინარე წლის ოქტომბერში გადაინაცვლა, თუმცა, როგორც ირკვევა ქუთაისელებს ლოდინი კიდევ რამდენიმე თვე მოუწევთ.

ახალ ავტობუსებს "მუნიციპალური განვითარების ფონდი" საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია "იბიარდთან" თანამშრომლობით ყიდულობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ტრანსპორტი
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.