ამ წუთებში ხმაური და დაპირისპირებაა ქუთაისში "ნაციონალური
მოძრაობის" ოფისთან. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის
წარმომადგენლები, რომლებიც პარტიის ოფისთან აქციას მართავენ,
ოფისში ცოცხებით და ბოთლებით ხელში შეიჭრნენ.
მათი განცხადებით სწორედ ესაა "ნაციონალების" 9 წლიანი მმართველობის
სიმბოლო. აქციის მონაწილეების შენობიდან გამოყვანა პოლიციამ
სცადა.
"გაუქმდეს "ნაციონალური
მოძრაობა" , "მწამებლები ციხეში" - ამ მოთხოვნით სკანდირებენ აქციის
მონაწილეები პარტიის ოფისთან.
მასალის გამოყენების პირობები