ახალი ამბები
კაკაურიძეების ოჯახი ქუთაისში: საცხოვრებელი ეზოს კედელზე უფლის სახე გამოისახა (ფოტო)
FaceBook
ამ წუთებში "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტი ქუთაისში, განჯის ქუჩაზე იმყოფება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ სასწაულის მომსწრე და მხილველი გახდნენ.

მათი თქმით, განჯის ქუჩა #9-ში, კაკაურიძეების საცხოვრებელი ეზოს კედელზე უფლის სახე გამოისახა.

როგორც კაკაურიძეების ოჯახის წევრები ამბობენ, ჭიშკრის კედელზე გამოსახული უფლის სახე  8 საათზე დაინახეს.
"სტუმარს ვაცილებდით ჭიშკართან, როდესაც შევნიშნეთ უფლის სახე გამოსახული. მსგავსი შემთხვევა აქამდე არასოდეს დაგვიფიქსირებია. საოცარი შემთხვევაა. დიდება უფალს. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურვილი ექნებ, შეუძლია იხილოს ეს სასწაული, მოვიდეს და ნახოს" - აცხადებს კაკაურიძეების ოჯახში მცხოვრები ლია ბობოხიძე.

კაკაურიძეების ოჯახში ამ წუთებში იმყოფებიან ქუთაისში მცხოვრებლები, რომლებიც, როგორც თავად ამბობენ, იქ კედელზე გამოსახული უფლის სახის სანახავად მიდიან. მოსახლეობას ადგილზე სანთლები აქვთ დანთებული.

ადგილზე არ წყდება მნახველთა ნაკადი.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.