წყალტუბოში, მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელ
სამუშაოებს აპროტესტებს.
ისინი მიმდინარე სამუშაოებს და კლდის აფეთქებას ეწინააღმდეგებიან.
მოსახლეობის თქმით, კომპანიამ მშენებლობა ნებართვის გარეშე დაიწყო,
ამიტომ ნამოხვანის მოსახლეობა შიშობს, რომ ჰესი საფრთხეებს შეუქმნის,
როგორც მათ სოფელს, ასევე დასავლეთ საქართველოს.
ისინი მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. მათ დღეს შემთხვევის ადგილზე,
ასევე განაცხადეს, რომ ნარჩენები უშუალოდ მდინარე რიონში იყრება.
ნამოხვანჰესის მშენებლობას "ენკა რინიუებლზის" ახორციელებს. კომპანიის
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ირინა პეტრიაშვილის თქმით, მათ
აქვთ ნებართვა და მოსამზადებელი სამუშაოები ნებართვით
ხორციელდება.
კომპანიაში არ იზიარებენ მოსახლეობის შიშებს საფრთხეებთან
დაკავშირებით და ამბობებ, რომ უსაფრთხოების ზომები დაცულია, თუმცა
ადასტურებენ, რომ ჩანჩქერი წყლით დაიფარება.
მათი ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში 20 კილომენტრიანი შემოვლითი
გზა მოეწყობა.
რიონის ხეობაში 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესს კომპანია "ქლინ ენერჯი
გრუპი" აშენებს. ნამახვანიჰესის მშენებლობის ნებართვა კომპანიამ 2015
წელს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" მიერ
გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.
პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიეტეტში, მდინარე
რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა
ვატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე
ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.
პროექტი 750 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ინვესტიციის სანაცვლოდ,
კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის
შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც
სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3 000-მდე ადამიანი დასაქმდება.
"თემთა ერთობის" წევრები ამბობენ, რომ კომპანიას არ აქვს გარემოზე
ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული გეგმა. გაერთიანების
წევრების თქმით, კომპანია ვერ პასუხობს მათ კითხვებს დაგეგმილი
მშენებლობა შეუქმნის თუ არა წყალტუბოს წყალს საფრთხეს.
მასალის გამოყენების პირობები