ახალი ამბები
დღეს, ქუთაისში საპროტესტო აქცია 16:00 საათზე დაიწყება
FaceBook
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.


აქცია მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართება. აქციის ორგანიზატორები სამოქმედო გეგმას მისი მიმდინარეობის დროს გააჟღერებენ.

ქუთაისში პროტესტი არ წყდება. აქტივისტები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ყოველდღიურად იკრიბებიან და "ქართული ოცნების" მიერ არჩევნების გაყალბებას და საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ. დემონსტრანტები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ქუთაისში აქციებს უმეტესად მშვიდობიანი ხასიათი აქვს, თუმცა, განსხვავებული იყო პირველი დღე, 28 ნოემბერი, როცა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მიხეილ მუმლაძე პოლიციამ ასფალტზე ათრია და ძალადობრივი მეთოდებით დააკავა. მიხეილ მუმლაძეს ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, ბოლოს იგი სამტრედიის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში აღმოჩნდა. სამოქალაქო აქტივისტი 48 საათში გაათავისუფლეს, თუმცა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვა არ დასრულებულა. გამოძიება მიხეილ მუმლაძეს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. მორიგი პროცესი 20 დეკემბერსაა ჩანიშნული.

უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით. მოქალაქეები რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ თავიანთ ქალაქებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში. აქციის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით უსწორდება სპეციალური დანიშნულების რაზმი დედაქალაქში. დემონსტრანტებს სცემენ დაკავების დროს და როგორც ისინი ჰყვებიან, დაკავების შემდეგაც. ფიზიკურად უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებს. აქციების დროს დაშავდა და მძიმე დაზიანება მიიღო ასობით დემონსტრანტმა და ათობით ჟურნალისტ-ოპერატორმა. ერთ-ერთმა სპეცრაზმმელმა პირდაპირ ეთერში სცემა ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტს გურამ როგავას, რის შედეგადაც მან სახისა და ხერხემლის დაზიანებები მიიღო. გუშინ, 2 დეკემბრის აქციაზე სასტიკად ნაცემი 22 წლის ახალგაზრდა ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია.

საქართველოში საპროტესტო ტალღა, რომელიც ყოველდღიურად უფრო მზარდი ხდება, 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე
კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
10:39 / 02.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობამ,
სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციას
ოფიციალური წერილი გაუგზავნა.
10:29 / 02.12.2024
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობამ, სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციას ოფიციალური წერილი გაუგზავნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.