2016 წელს
მუნიციპალიტეტებისთვის ინფრასრტუქტრული პროექტებისთვის გამოყოფილი
თანხები იგივე რაც მიმდინარე წელს იყო.
2016 წელს ინფრასტრუქტრულ პროექტებზე 1 700 000 000 მილიონი ლარი
დაიხარჯება. მომავალ წლიდან მუნიციპალიტეტებს ვალდებულება ეკისრება
ინფრასტრუქტურული პროექტები თანადაფინანსებით განახორციელონ. ახალი
ვალდებულებების შესახებ საქართველოს ფინანსათა მინისტრის მოადგილემ,
გიორგი კაკაურიძემ ქუთაისში გამართულ პარლამენტის საფინანსო
ეკონომიკური კომისიის სხდომაზე გაახმოვანა.
"ყველა პროექტში, რომელსაც მუნიციპალიტეტები თავიანთი სურვილით
განახორცილებენ ვალდებულება ექნებათ თანადაფინასების და ეს
გასათვალისწინებელია", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
2016 წელს მუნიციპალიტეტებისთვის ინფრასრტუქტრული პროექტებისთვის
გამოყოფილი თანხები იგივე რაც მიმდინარე წელს იყო.
მომავალი წლის მთავარ პრიორიტეტად ქვეყნის მთავარ საფინანსო
დოკუმენტში ჯანდაცვა და განათლება რჩება.
მასალის გამოყენების პირობები