ქუთაისში ჰუალინგის თავუსუფალი ინდუსტრიული ზონა გაიხსნა. ინდუსტრიულ
ზონას თიზის სტატუსი 30 წლით განესაზღვრა.
თიზი 36 ჰა ტერიტიორიას იკავებს და დაყოფილია სამ ზონად - სამრეწველო,
სავაჭრო და საცხოვრებელი.
დღეისათვის მასზე რამოდენიმე საწარმო ფუნქციონირებს. მათ შორის
ხე-ტყის გადამამუშავებელი, ავეჯის და ქვის საწარმოები.
"ჰუალინგ ჯგუფის" წარმომადგენელთა ინფორმაციით, თიზში იგეგმება
ელექტრო საქონლის, ტექსტილის და მსუბუქი მრეწველობის საწარმოების
გახსნა იგეგმება.
საერთო ჯამში, 2045 წლამდე თიზ-ში "ჰუალინგ ჯგუფი" 45 მლნ. დოლარის
ინვესტიციას განხორციელებს.
ჰუალინგის თავუსუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოში რიგით
მესამეა.
მასალის გამოყენების პირობები