ქუთაისის აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ლექტორებმა ხელფასის მომატების
მოთხოვნით ქუთაისში გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე, ფინანსთა
მინისტრის მოადგილეს მიმართეს.
"სწავლის გადასახადის ზრდა არ ხდება, ამის გამო არც ხელფასი იმატებს.
დავრჩით 900 ლარიან ხელფასზე, რომელიც ახლა 400 დოლარიც არაა,"-
განაცხადა სხდომაზე წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორმა, გიორგი
ბერძულიშვილმა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, წერეთლის უნივერსიტეტის დაფინანსების
ზრდის საკითხი ამ დროისთვის არ განიხილება.
"თქვენი წინადადებები წარადგინეთ განათლების სამინისტროში და იქ
მოხდება მსჯელობა. თუ ერთ უნივერსიტეტს მოვუმატებთ დაფინანსებას,
მეორემ რა დააშავა,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი
კაკაურიძემ.
მასალის გამოყენების პირობები