საკოორდინაციო საბჭომ,
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მუშაობაზე შეზღუდვების
მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
26 აგვისტოს გამართულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ
განაცხადა, რომ საჯარო და კერძო ბაღები მუშაობას საჯარო სკოლებში
სწავლის დაწყებიდან (15 სექტემბერი) 2 კვირის ინტერვალით - 1
ოქტომბრიდან განაახლებენ. ამასთან, აღინიშნა, რომ მიმდინარეობს
მუშაობა უმაღლეს სასწავლებლებთან სწავლის ეტაპობრივად დაწყებასთან
დაკავშირებით.
სკოლამდელი განათლების დაწესებულებებმა მუშაობა
მიმდინარე წლის მარტიდან, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო
შეწყვიტეს.
მასალის გამოყენების პირობები