ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 18-მდე გაზიარდა.
კლინიკაში 21 წლის მამაკაცი მოათავსეს.
მას ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკის ინფორმაციით, მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი
გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი კალათბურთელ ვიქტორ
სანიკიძის დედაა. ქვეყანაში კორონავირუსით სულ 19 პაციენტია
გარდაცვლილი.
25 აგვისტოს კორონავირუსის 8 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 13. კარანტინის რეჟიმში
იმყოფება 6018 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები