ბოლო 24 საათში საქართველოში
კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 5 - ით გაიზარდა.
თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს
ინფორმაციით, ორი პაციენტის წყარო არის ლენჯერი, ორი დადასტურებულ
შემთხვევასთან კონტაქტი, ხუთი იმპორტირებული შემთხვევა, მათ
შორის, ერთი სატვირთოს მძღოლია, ერთ შემთხვევაზე კი გრძელდება
ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების დადგენის მიზნით.
ქვეყანაში კორონავირუსის 1421 დადასტურებული
შემთხვევაა, აქედან 1137 გამოჯანმრთელდა, 17 გარდაიცვალა.
კოვიდცენტრებში 267
პაციენტი მკურნალობს. მათგან ხუთი კრიტიკულად მძიმეა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 მოქალაქე,
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 41 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები