იმერეთში უხვმა ნალექმა
პრობლემები შექმნა.
ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა რამდენიმე
მუნიციპალიტეტში.
მიწის მასივი ჩამოიშალა სოფელ
გუმათის, ჯიმასტაროს, სორმონისა და მეჩხერი-ზარათის
გზებზე.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ტყიბულში,
წყალტუბოსა და ხარაგაულშიც. საცხოვრებელი სახლები დაიტბორა სოფელ
თერნალში, ბანოჯაში, ქვილიშორში, ხომულში, დაზიანდა ბუნებრივი აირის
მილი, ძლიერმა წვიმამ მწყობრიდან გამოიყვანა გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის წყლის სატუმბი სადგურიც.
სტიქიამ დააზარალა ქუთაისიც. დაიტბორა ქალაქის
ცენტრალური ნაწილი. ასევე ფოთის ქუჩა, ავტომშენებლის და აღმაშენებლის
ქუჩები. წყალი შევიდა მოსახლეობის ეზოებში, სარდაფებსა და
საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე.
გაწმენდით სამუშაოებში ჩართული არიან თორმეტივე
მუნიციპალიტეტის სამაშველო ბრიგადები.
მასალის გამოყენების პირობები