ქუთაისის ლაბორატორიაში
კორონავირუსი ორ პაციენტს დაუდასტურდა.
ორივე შემთხვევა ე.წ სვანეთის კლასტერს
უკავშირდება და ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.
ინფიცირებულები მკურნალობას ქუთაისის ინფექციურ
საავადმყოფოში გადიან.
როგორც კლინიკაში განმარტავენ, ახალგაზრდა
ცოლ-ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 14
პაციენტი მკურნალობს, მათგან ხუთი არასრულწლოვანია.
ქუთაისის ლაბორატორიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე
1270 პაციენტი გამოიკვლია. მათგან დადებითი მხოლოდ
ორია.
მასალის გამოყენების პირობები