იმერეთის მასშტაბით დაწყებითი კლასების 1200-მდე პედაგოგი ინკლუზიური განათლების, გენდერული თანასწორობის, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიმართულებით გადამზადდება.
ახალ
მეთოდებს პედაგოგებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ტრენერები, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში
გააცნობენ. პროგრამის მიზანი რეგიონში განათლების ხარისხის
გაუმჯობესებაა.
,,უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იმერეთის რეგიონის მასწავლებელები თანამედროვე სწავლების მეთოდებს შეისწავლიან. ეს ითვალისწინებს ისეთი მეთოდების დაუფლებას, რომლითაც მოსწავლე შეიძენს კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობის და ა.შ. უნარების განვითარებას. გადამზადდებიან დაწყებითი განათლების მასწავლებლები. მნიშვნელოვანია რეგიონების პედაგოგების გადამზადება, რადგან ხშირად არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან და ტექნოლოგიებთან, ამიტომ ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უნივერსიტეტს, რომ ეს პედაგოგები ჩაერთონ პროცესში.“
პედაგოგების გადამზადების პროცესი მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები